
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება
იმედი|imedinews.ge
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება. ლაგოდეხში, ყვარელსა და გურჯაანში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. აქტიურად მიმდინარეობს ადიდებული მდინარეების კალაპოტების შეცვლა და ქვიშა-ნაშალისგან გაწმენდა.
პარალელურად, ხელისუფლება პრევენციული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. უახლოეს დღეებში სოფელ ველისციხეში ჩანგრეული ხიდის აღსადგენად პროექტი შედგება და ტენდერი გამოცხადდება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი მაღალმთიანი სოფელი ჭერემი. შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge