
ხაშურში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა იწყება
იმედი|imedinews.ge
ხაშურში 500 მოსწავლეზე გათვლილი N4 სკოლის მშენებლობა იწყება - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 27 თვე განისაზღვრა.
500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი.
ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge