
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება
იმედი|imedinews.ge
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება. შესაბამისი ხელშეკრულებები კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდა და მომსახურების შესრულების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების პროექტები, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების პროექტირებას იწყებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში, ქალაქ ლანჩხუთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge