
სენაკში სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის პროექტირება იწყება
იმედი|imedinews.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომლის მომსახურების შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
სენაკში, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის აშენება.
პროექტი ითვალისწინებს არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტული და საბავშვო აუზების, სავარჯიშო დარბაზების, გასახდელების და ფიზიოთერაპიის სივრცეების მოწყობას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge