მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ქარელის მუნიციპალიტეტში საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია ესწრებოდა.

შეხვედრის მთავარი თემა საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერებისთვის სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული სუბსიდირების მექანიზმები იყო. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე ცვლილებები და მათი გავლენა სოფლის მეურნეობის სექტორზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოახლოებულ სარწყავ სეზონს. მხარეებმა იმსჯელეს წყლის მიწოდების ეფექტიან მართვაზე, სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასა და წყალსარგებლობის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას წინასწარ შეთანხმებული და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად განახორციელებს, რაც სარწყავი წყლის სტაბილურ განაწილებასა და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ახალი ტარიფების, ისე სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები

შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

იმედი

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად, არ განხორციელდეს

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად, არ განხორციელდეს

იმედი

ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო

ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო

იმედი