მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

იმედი|imedinews.ge

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე - “ვარციხე” ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე აღნიშნა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაერთია.

სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემაც მიულოცა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებით, უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

1992 წლის 25 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალურ შტაბში ჩამოყალიბდა ზურგის მთავარი სამმართველო და შეიარაღებისა და ტექნიკის მთავარი სამმართველო. ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებით საფუძველი ჩაეყარა ლოჯისტიკური ელემენტების დანერგვას თავდაცვის სამინისტროში. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 25 აპრილი განისაზღვრა ლოჯისტიკის დღედ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს

ირაკლი ჭეიშვილი: ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე - საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ეს არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მოქალაქეები ბრუნდებიან

ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ

ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ

იმედი