
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ნორისის ოჯახმა მსახიობის Instagram გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ოჯახის თქმით, ნორისმა ბოლო წუთები ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.
„ჩვენი საყვარელი ჩაკ ნორისი გუშინ დილით მოულოდნელად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გვინდა გარემოებები პირად სივრცეში შევინარჩუნოთ, გთხოვთ იცოდეთ, რომ ის ოჯახის წევრების გარემოცვაში და მშვიდად იყო.
მსოფლიოსთვის ის იყო მებრძოლი, მსახიობი და სიმტკიცის სიმბოლო. ჩვენთვის კი - ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, საოცარი ძმა და ჩვენი ოჯახის გული.
მან იცხოვრა რწმენით, მიზანდასახულობით და იმ ადამიანების მიმართ ურყევი ერთგულებით, ვინც უყვარდა. თავისი საქმიანობით, დისციპლინითა და სიკეთით მან შთააგონა მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში და უდიდესი კვალი დატოვა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გულები გატეხილია, ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები ვართ მისი ცხოვრებისთვის და იმ დაუვიწყარი მომენტებისთვის, რაც მასთან ერთად გავატარეთ. გულშემატკივრების სიყვარული და მხარდაჭერა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩვენი ოჯახი გულითადად გიხდით მადლობას ამისთვის. მისთვის თქვენ უბრალოდ გულშემატკივრები არ იყავით - თქვენ მისი მეგობრები იყავით",- ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა ნორისის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ. ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, ჩაკის ცუდად გახდომა ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან რამდენიმე დღით ადრე მსახიობი თავს კარგად გრძობდა და ფიზიკურ აქტივობას აგრძელებდა.
ჩაკ ნორისი 19 მარტს ჰავაიზე გარდაიცვალა.
View this post on Instagram A post shared by Chuck Norris (@chucknorris)
იმედი
წყარო: imedinews.ge