მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა

მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა

იმედი|imedinews.ge

პოპის დედოფალი მადონა ქურდობის მსხვერპლი გახდა. პოპვარსკვლავი გასულ პარასკევს Coachella Valley Music and Arts Festival-ის მთავარ სცენაზე ჰედლაინერ საბრინა კარპენტერთან ერთად გამოჩნდა.

ფესტივალის შემდეგ ვარსკვლავმა Instagram სთორში პოსტი გამოაქვეყნა, რომ მას პირადი არქივიდან რამდენიმე კოსტიუმი მოჰპარეს.

„აღმოვაჩინე, რომ ის ვინტაჟური ნივთები, რომლებიც მეცვა, გაქრა. ქურთუკი, კორსეტი, კაბა და ყველა სხვა სამოსი. ეს უბრალოდ ტანსაცმელი არ არის - ეს ჩემი ისტორიის ნაწილია. ასევე გაქრა არქივის სხვა ნივთებიც იმავე პერიოდიდან“, - დაწერა მადონამ.

მომღერალმა ნივთების უსაფრთხო დაბრუნებისთვის ჯილდოც დააწესა:

„ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ კეთილი ადამიანი იპოვის ამ ნივთებს და დაუკავშირდება ჩემს გუნდს. მათი უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის ჯილდოსაც ვთავაზობ. გულითადად გმადლობთ“.

მომღერალს, გამოსვლისას ეცვა იისფერი ტყავის Gucci-ს ბომბერ-ქურთუკი და შესაბამისი მაღალყელიანი ჩექმები, რომლებიც მან პირველად 2005 წლის MTV Europe Music Awards 2005-ზე მოირგო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია