
თურქეთში თუთიყუშებმა Eminem-ისა და რიანას ჰიტი შეასრულეს. ვიდეო
თურქეთში მცხოვრებმა თუთიყუშებმა ინტერნეტმომხმარებლები თავიანთი სიმღერით გააოცეს - მათ რიანასა და Eminem-ის ცნობილი ჰიტი Monster შეასრულეს.
ამაზონის ჯიშის თუთიყუშების პატრონმა, სტამბოლელმა ალი ბურაქ სარიარმა, მომღერალი შინაური ფრინველების ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სულ რაღაც 3 დღეში კლიპმა თითქმის 20 მილიონი ნახვა და 2,3 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
„ისინი ბევრ ადამიანზე უკეთ მღერიან“, - იხუმრა ერთ-ერთმა კომენტატორმა. „მას მფრინავი სტერეოსისტემა ჰყავს“, - დაწერა სხვა მომხმარებელმა.
— Ne Kadar Oldu (@nekadarolduuu) April 21, 2026
ზოგიერთს ეჭვი შეეპარა, რომ ვიდეო ნამდვილია სარიარი მონტაჟსა თუ ნეიროქსელების გამოყენებაში დაადანაშაულეს. ამიტომ, მფლობელმა მტკიცებულების სახით ფრინველების კიდევ რამდენიმე ვიდეო ატვირთა. ახალმა კადრებმა ასევე რამდენიმე მილიონი ნახვა დააგროვა.
— SB YANG (@REALYANG7G) April 22, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge