ვარშავაში რობოტმა ქალაქში გამოსული გარეული ღორები გაყარა

ვარშავაში რობოტმა ქალაქში გამოსული გარეული ღორები გაყარა

იმედი|imedinews.ge

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჰუმანოიდი რობოტი ვარშავის ქუჩებში გამოსულ გარეულ ღორებს აფრთხობს. ეს რობოტი ადგილობრივი „ინფლუენსერი“ ედვარდ ვარჩოცკია და მისი ნიჭი მხოლოდ გარეული ცხოველების დაფრთხობით არ შემოიფარგლება.

რობოტი რეგულარულად ჩნდება ვარშავის ქუჩებში, ურთიერთობს გამვლელებთან და მოკლე რგოლების გმირი ხდება. 45 დღის განმავლობაში მისი მონაწილეობით დაახლოებით 150 ვიდეო გამოქვეყნდა, რომლებმაც ჯამში 500 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

როგორც გამოცემა TOK FM იტყობინებოდა, ედვარდი ჩინური წარმოების რობოტია, რომელიც პოლონეთში ორმა ადგილობრივმა IT-სპეციალისტმა ჩამოიყვანა. მოწყობილობაში ჩააშენეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მას დიალოგის წარმოების საშუალებას აძლევს. რობოტის მფლობელები ამბობენ, რომ მათი პროექტის მიზანია ხალხს ახალი ტექნოლოგიები გააცნონ და შეიმუშაონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მომსახურების სფეროსთვის, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებისთვის.

ედვარდის სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულ ვიდეოებს შორისაა კადრები, სადაც რობოტი ურთიერთობს მექანიკურ დინოზავრთან, ეფერება ძაღლებს, დარბის ნახევარმარათონზე და ამხნევებს გულშემატკივრებს სტადიონებზე. მარტის ბოლოს ედვარდი პოლონეთის სეიმშიც კი მიიწვიეს, სადაც ის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ესაუბრა. ედვარდის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რობოტის ქირაობა შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებისთვის, ასევე მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სარეკლამო კამპანიებში

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია