
BBC: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ლიბანის პრეზიდენტთან საუბარს გამართავს
იმედი|imedinews.ge
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან საუბარს გამართავს. ინფორმაციას BBC ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წევრზე, გილა გამლიელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, საუბრის მთავარი თემა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განიარაღება იქნება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერების შეხვედრა იგეგმება.
როგორც ტრამპმა განმარტა, ეს იქნება ლიდერების პირველი შეხვედრა უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge