მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

იმედი|imedinews.ge

აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად აღმოჩენილია ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184-185 წლებით თარიღდება, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული უნიკალური აღმოჩენით, საქართველოს ნუმიზმატიკურ კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა.

„2026 წელს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდა გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხეების ტერიტორიებზე და კვლევითი სამუშაოების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია განსაკუთრებული სამეცნიერო და ნუმიზმატიკური ღირებულების მქონე მონეტები.

რეგიონში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. ამ ეტაპზე გათხრები ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და პარალელურად, დაგეგმილია სამუშაოების წარმოება აჭარის რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

იმედი

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

იმედი

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა

იმედი