
ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
იმედი|imedinews.ge
საერთაშორისო აღიარების ქართველი არტისტის, ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში.
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი ვიზუალური სანახაობა -მომღერალი ხვალ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე მუსიკალური პროექტით წარდგება.
მომღერალთან ერთად შოუში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკელი მუსიკოსების ბენდი, მოცეკვავეები, პროექტს შეუერთდებიან ქართველი მომღერლებიც.
კონცერტის ჩანაწერს ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელიც იხილავს .
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge