მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გადაინაცვლა. ფესტივალი ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა, ბათუმში კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სამ კონცერტს - 21, 23 და 25 აგვისტოს შესთავაზებს.

„ღამის სერენადების“ პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები.

21 აგვისტოს, 20:00 საათზე, კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

პირველ ორ კონცერტს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს, ხოლო სოლისტი იქნება იაპონელ-იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო. ხელოვანები ფესტივალის საბაზო ორკესტრთან – „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე შეასრულებენ: პეტრე ჩაიკოვსკის - სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48; კამილ სენ-სანსის – ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო ლა მინორი, თხზ.28 ; ფელიქს მენდელსონის – სავიოლინო კონცერტი რე მინორი, MჭV O 3.

ბათუმში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

„ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ემოციური დატვირთვა აქვს, რადგან ქალბატონი ლიანას 80 წლის იუბილეს ეძღვნება. აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, წელსაც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რაც საფესტივალო პროგრამის მაღალი შემოქმედებითი ღირებულებით გახლავთ განპირობებული. ასევე, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, რასაც ითვალისწინებს “ღამის სერენადების” საგანმანათლებლო პროგრამა და ახალგაზრდა მუსიკოსებს აძლევს პროფესიული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. გვჯერა, რომ ფესტივალი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და კიდევ ერთხელ აქცევს ჩვენს ქალაქს მაღალი მუსიკალური ხელოვნების ცენტრად“, - განაცხადა აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნათია ბლაგიძემ.

„ქალბატონი ლიანას 80 წლის იუბილეს აღნიშვნა ბათუმში და არაჩვეულებრივი ფესტივალის "ღამის სერენადების" კონცერტები ჩვენს ქალაქში ნამდვილად ღირსეული გაგრძელებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ სწორედ ბათუმი მასპინძლობს ამ ფესტივალს. "ღამის სერენადები" იყო ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესი და საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც თამასა არ ჩამოუწევია, პირიქით, ყოველწლიურად უფრო და უფრო გვანებივრებს ძალიან კარგი მუსიკოსებით. ახალ თაობას ყველას ვურჩევ არ გამოაკლდნენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებს 21, 23 და 25 აგვისტოს, იმიტომ რომ ისეთი მუსიკოსები დაუკრავენ, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ“, - აღნიშნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა.

„წლევანდელი ფესტივალი ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა და ბათუმში გადმოინაცვლა. ტრადიცია არც წელს დავარღვიეთ და საუკეთესო მუსიკოსებითა და საკონცერტო პროგრამით ვესტუმრეთ ამ ულამაზეს ქალაქს. 21 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, მევიოლინე იუკი სერინო, ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე. ისინი შეასრულებენ პეტრე ჩაიკოვსკის, კამილ სენ-სანსისა და ფელიქს მენდელსონის ნაწარმოებებს. არანაკლებ საინტერესო და დაუვიწყარი კონცერტები ელოდება მსმენელს 23 და 25 აგვისტოს, ამიტომ გელით ყველას. დიდი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, ბათუმის მერიას, ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, რომ ფესტივალს მუდამ უჭერენ მხარს“, - აღნიშნა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ.

„ბედნიერი ვარ, რომ ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალს ვსტუმრობ. მიყვარს საქართველო და ქალაქი ბათუმი გამორჩეულად. დღევანდელი საღამოს კონცერტზე სამ ნაწარმოებს შევასრულებთ. პირველი იქნება ჩაიკოვსკის „სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის“, მეორე ნაწილში ჩვენი სოლისტი იქნება იუკი სერინო და შევასრულებთ მენდელსონის „სავიოლინო კონცერტს მი მინორში“. საღამოს ამშვენებს ფესტივალის საბაზო ორკესტრი ,,საქართველოს ვირტუოზები " განსაკუთრებით ისიამოვნებთ დღევანდელი საფესტივალო დღით. გელოდებით“, - აღნიშნა დირიძჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ.

ფესტივალის „ღამის სერენადები“ დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე;

ორგანიზატორი: კომპანია „არტ ალიანსი“;

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; თბილისის მერია; ბათუმის მერია; ბორჯომის მერია; იტალიის საელჩო საქართველოში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“.

მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.

პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ და ავეჯის სახლი „ნიტა“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, პალიტრა მედია, საინფორმაციო სააგენტო„პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,, The Messenger’’, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო ჰოლდინგი„ფორტუნა“ და ვებ-პლატფორმა Fortuna.ge.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასტუმროებსა და საცურაო აუზებს ამოწმებსBM.GE
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმაფორმულა
  • შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებულირუსთავი 2
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

იმედი

ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ

ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ

იმედი

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება

იმედი

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი