
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
იმედი|imedinews.ge
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
შეხვედრის მთავარი წინაპირობა მხარეებს შორის ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ გაფორმებული 25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებაა.
რუსეთში ირანის ელჩის, ყაზემ ჯალალის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.
ჯალალის განმარტებით, მხარეებმა ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე „25-მილიარდიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი“ გააფორმეს, სპარსეთის ყურის აუზში კი ახალი ბირთვული ობიექტისთვის მიწის ნაკვეთი უკვე გამოყოფილია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge