
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
გლენ ბეკის რადიოშოუში ინტერვიუსას ტრამპმა აღნიშნა, რომ დამკვირვებლები „გაოცებულნი არიან, რომ ხალხი საპასუხო წინააღმდეგობას არ უწევს [რეჟიმს]“, თუმცა დასძინა, რომ ეს იმ სერიოზული საფრთხის ბრალია, რომლის წინაშეც ისინი დგანან.
„იცით, შენობების სახურავებზე სნაიპერები ჰყავთ. ხალხი პროტესტის გამოხატვას ცდილობს, მათ კი ცეცხლს უხსნიან. ბევრი ადამიანის მოკვლა არც არის საჭირო - როდესაც ხედავ, რომ 5, 6 ან 10 ადამიანი ეცემა, თუნდაც 100 000 ან 200 000 კაცი იყოთ, მაინც დაიშლებით“.
„ძალიან რთულია პროტესტი, როდესაც გყავს ხალხი, ვინც მზადაა გესროლოს და მოგკლას. სწორედ ამიტომაც არ გამოდიან ისინი პროტესტზე“, - დასძინა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge