მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო. ინფორმაცია აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სტუმრებს გიმნაზიის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა წარუდგინა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, გიმნაზიაში შექმნილი თანამედროვე, მოწესრიგებული და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემო ახალგაზრდების სულიერ განვითარებასა და ეროვნული ღირებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სასწავლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობებზე.

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 120-მდე მოსწავლე სწავლობს. გიმნაზიის პანსიონში მოწყობილია საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, მოზაიკის სახელოსნო და მოსწავლეთა განვითარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. კომპლექსი ასევე აერთიანებს სამონასტრო დანიშნულების სივრცეებს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერეს.

გიმნაზიაში, ასევე იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • მთავრობა საპატრიარქოს ფონდს, სკოლა-გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებს ₾5.2 მილიონით დაეხმარებაBM.GE
  • აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილესრუსთავი 2
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი