მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი|imedinews.ge

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

,,დღეს პროფესიული დღე მივულოცეთ სახელმწიფო სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, შევხვდით დარგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მადლიერება მათი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის. 32 წლის განმავლობაში სამსახური მნიშვნელოვნად გაძლიერდა და დღეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მინდა პროფესიული დღე განსაკუთრებით მივულოცო სამსახურის აჭარის სამმართველოს. ვუსურვო წარმატება, მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სამსახურში კიდევ უფრო მეტი წინსვლა" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი