მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და უწყების ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელად ბესიკ ბაუჩაძე და ხელმძღვანელის მოადგილედ ასლან ლორთქიფანიძე წარადგინა.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, თანამშრომლებს მრავალწლიანი საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვა.

„დღეს აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო საკითხები განვიხილეთ. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია დოკუმენტების გაციფრულება და ჩვენი საარქივო სამსახური ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება სერვისების გაუმჯობესება, რათა მოქალაქეებმა საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ოპერატიულად მიიღონ.

დღესვე, თანამშრომლებს საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ბესიკ ბაუჩაძე წარვუდგინეთ - მას არქივში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ სამმართველოში დასაქმებულ თანამშრომლებს ჰქონდათ. მოადგილის პოზიციაზე კი წარვადგინეთ ასლან ლორთქიფანიძე, ჩვენი გუნდის ღირსეული და გამოცდილი წევრი. დარწმუნებული ვარ, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ხელს შეუწყობს სამმართველოს კიდევ უფრო ეფექტიან მუშაობას. მინდა ორივეს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში და აქვე მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელს, გაწეული სამსახურისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საარქივო მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ინსტიტუციურ განვითარებას, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობებიBM.GE
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი