მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა, რომ მას ბათუმში, საცხოვრებელი ბინის შეძენასა და სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც ეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა მისი კუთვნილი 171 000 ლარამდე ოდენობის თანხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავარუსთავი 2
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავესფორმულა
  • ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდატვ პირველი
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. მან შეურაცხყოფის ფაქტი აღიარა და მოინანია. სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა

მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. მან შეურაცხყოფის ფაქტი აღიარა და მოინანია. სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა

იმედი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

იმედი

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო

იმედი