მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.

აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობსფორმულა
  • თაღლითობა „ბიზნესში ინვესტირების“ პირობით - თბილისში ₾275 ათასის მითვისების ბრალდებით 2 პირი დააკავესBM.GE
  • ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია მეთადონი და დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობებირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია

რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

იმედი

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი