მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის უმაღლეს საბჭოში, მინისტრის საათის ფორმატში,სოფლის მეურნეობის მინისტრი წარდგა. კანონმდებლებმა, ასევე მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში
აჭარის უმაღლეს საბჭოში, მინისტრის საათის ფორმატში,სოფლის მეურნეობის მინისტრი წარდგა. კანონმდებლებმა, ასევე მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მინისტრის საათის ფორმატში,სოფლის მეურნეობის მინისტრი წარდგა. კანონმდებლებმა, ასევე მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დავით გაბაიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.

საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, დავით გაბაიძე სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, რაც უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობად ითვლება. კანონმდებლებმა მას საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვეს.

სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე წარდგა. მან სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 86%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 11%-ით გაიზარდა და 40.9 მილიონ ლარს შეადგენს. უწყება 16 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლითაც ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 29 ათასმა ფერმერმა ისარგებლა. პროგრამები მიმართულია აგროსექტორის მდგრად განვითარებაზე, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერაზე. დისკუსიის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.

ამავე სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687.7 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 755.4 მილიონი ლარი, ანუ გეგმის 109.8% შეადგინა. შემოსავლების ძირითადი ნაწილი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, რომლის შესრულებამ 110% შეადგინა. მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმართულებებზე და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. სხდომის ბოლოს უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი დაამტკიცა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება