მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციების შეცვლასა და დაზუსტებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები კომიტეტის წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ გააცნო.

გიორგი დგებუაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი არა „პენიტენციური კოდექსით“, არამედ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება.

მისი თქმით, ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს.

ამასთან, „პენიტენციურ კოდექსში“ და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულები. გარდა ამისა, პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ, სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგენის გარეშე დაამტკიცებს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოდექსის ცალკეულ ნორმებში, რომლებშიც გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები დღეების სახით არის მითითებული, დაზუსტებული არ არის - შესაბამისი დღეები სამუშაოა თუ კალენდარული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომები არსებობს, მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ საკითხის დაზუსტება.

„აქედან გამომდინარე, კოდექსის 20-ზე მეტ მუხლში ვადების სახით განსაზღვრული შესაბამისი დღეები იმ პრინციპით ზუსტდება, რომ სამუშაო დღეებად განისაზღვრება ის ვადები, რომლებიც მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებას უკავშირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში - კალენდარულ დღეებად. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში, ვადის არსის გათვალისწინებით, დღე განისაზღვრება დღე-ღამის სახით, როგორც ეს განიმარტება და პრაქტიკაშია დამკვიდრებული. დაზუსტებები, რა თქმა უნდა, არ გააუარესებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას“, - აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი კოდექსის მოქმედების ორწლიანმა პერიოდმა, კოდექსის ცალკეული ნორმების მოქმედების პრაქტიკამ, აგრეთვე, ამავე კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობის პროცესმა, დღის წესრიგში დააყენა კოდექსის კომპლექსურად, ტექნიკური გადახედვის აუცილებლობა.

„შესწავლის შედეგად გამოვლინდა ის ცალკეული, უმეტეს შემთხვევაში, ტექნიკური ხასიათის საკითხები და რეგულაციები, რომლებიც დამატებით დაზუსტებას, ახლებურ რეგულირებას და ზოგიერთ შემთხვევაში – ხარვეზების აღმოფხვრას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა კოდექსში სათანადო, ერთიანი შესწორებების შეტანის აუცილებლობა, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებისა და პენიტენციური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

იმედი

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი