მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში
ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში

ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში, განსაკუთრებით კარეკის მეორე დერეფნისა და შუა დერეფნის ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას აკავშირებს, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საქართველო უზრუნველყოფს ტვირთბრუნვას შავი და კასპიის ზღვების რეგიონებს შორის და მათ ფარგლებს მიღმაც, ხოლო ამავე დროს წარმოადგენს მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ კვანძს, სადაც გაუმჯობესებული გზები, პორტები, რკინიგზა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა ქმნის ადგილობრივ დამატებულ ღირებულებას სატრანსპორტო მომსახურების, ვაჭრობის, ტურიზმისა და დასაქმების გზით.

„ADB-ის ინვესტიციები აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზის დერეფნებში, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებთან დაკავშირებულ მონაკვეთებში, პირდაპირ უჭერს მხარს ამ როლს. პროექტები, როგორიცაა ბათუმის შემოვლითი გზა და სხვა სტრატეგიული საავტომობილო მონაკვეთები, ამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას, ზრდის უსაფრთხოებას და ამოკლებს ტვირთების გადაადგილების დროს.

პოლიტიკის დონეზე ADB ასევე უჭერს მხარს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ტრანსპორტის ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ, საბაჟო კოორდინაციისა და საზღვართშორისი ლოგისტიკის გაძლიერებისკენ - რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელშესახები ინფრასტრუქტურული კავშირების შესაქმნელად.

საქართველოს შეუძლია მიიღოს სარგებელი დივერსიფიცირებული სავაჭრო მარშრუტებიდან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები მდგრადობისკენ ისწრაფვის. მრავალმოდალური ტრანსპორტის უწყვეტი განვითარება - გზების ეფექტიანი ინტეგრაცია პორტებსა და რკინიგზასთან - აუცილებელი იქნება, რათა საქართველომ სრულად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ბეარმან ლამიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • Robinhood-ის გენერალური დირექტორის X-ის ანგარიში ჰაკერებმა გატეხესBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება