
აკაკი ალადაშვილი ზალუჟნის განცხადებაზე, რომ უკრაინა ნატო-ში არასდროს გაწევრიანდება: საქართველოსთან მიმართებაში როდესაც ვამბობდით ამას, გვეუბნებოდნენ, რომ სინამდვილეში ღია კარის დღე ორპირი კარის დღეა და დიდხანს მოგვიწევდა ორპირში დგომა
საქართველოსთან მიმართებაში როდესაც ვამბობდით ამას, გვეუბნებოდნენ, რომ სინამდვილეში ღია კარის დღე ორპირი კარის დღეა და დიდხანს მოგვიწევდა ორპირში დგომა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, აკაკი ალადაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატმა უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის განცხადება შეაფასა.
„ბატონი ზალუჟნი ომის დაწყებიდან იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური. მან ასეთი სიტყვები თქვა, რომ უკრაინის ამ გაერთიანებაში გაწევრიანების დაპირებები იყო ზღაპრები და უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოსთან მიმართებაში როდესაც ვამბობდით ამას, გვეუბნებოდნენ, რომ სინამდვილეში ღია კარის დღე ორპირი კარის დღეა და დიდხანს მოგვიწევდა ორპირში დგომა. გვეძახდნენ რუსეთუმეებს და რომ ვავრცელებდით რუსულ ნარატივს. სინამდვილეში, უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ ეს ასეა“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
ზღაპრების 12 წელი“ - უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში არასდროს გაწევრიანდება
იმედი
წყარო: imedinews.ge