მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა
უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

BM.GE3 აგვისტო, 2026, 16:13|bm.ge

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის ოლქის სობინსკის რაიონში მდებარე Wildberries-ის კიდევ ერთ სასაწყობე კომპლექსზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე ნარჩუნდება. დაიცავით უსაფრთხოების ზომები“, - დაწერა გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა.

Wildberries-ში აცხადებენ, რომ ლოგისტიკურ ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხალხის ევაკუაცია მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ლოგისტიკური ჯაჭვები გადაეწყო, ხოლო მარაგების მიღება და შეკვეთების გაცემა სხვა ობიექტებზე ხორციელდება.

მოგვიანებით გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც თავის არეში დაზიანება აღენიშნება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, სერიოზული გართულებების გარეშე. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოვის დროით 09:03 საათზე ავდეევმა კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. იგი მეზობელ დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ქალია, რომელმაც ფეხის მსუბუქი დაზიანება მიიღო და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.

კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ, რომელზეც ავდეევმა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განაცხადა, ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ხელის თითი აქვს ტრავმირებული. „მას დახმარება სობინსკის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს. პაციენტი მკურნალობას ამბულატორიულად გააგრძელებს“, - დაწერა მან Telegram-არხზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 3 აგვისტოს ღამეს რუსეთის რეგიონების თავზე 131 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონები განეიტრალდა ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორლოვის, სმოლენსკისა და ტულის ოლქების, კრასნოდარის მხარის, ასევე ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე.

ცნობისთვის, უკრაინამ Wildberries-ის საწყობებზე იერიშების მიტანა 18 ივლისს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში დარტყმის ქვეშ სულ მცირე 15 ობიექტი მოყვა. გასულ კვირას თავდასხმები თითქმის დღეგამოშვებით ფიქსირდებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Wildberries-ისა და მისი გამყიდველების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას „რთული“ უწოდა. 30 ივლისს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა კი დავალება გასცა, შემუშავდეს მხარდაჭერის ზომები იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.

რუსეთის მთავრობა და Wildberries დახმარების ერთიან სისტემას შეიმუშავებენ იმ ყველა მეწარმისთვის, რომლებიც მარკეტპლეისის ლოგისტიკურ ცენტრებზე თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ, - განაცხადა 31 ივლისს კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა. მან პირობა დადო, რომ კონკრეტულ ზომებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 260 სტატია.

  • უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდაფორმულა
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტიიმედი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ელ. კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება - რა იცვლება სახელმწიფო შესყიდვებში?

ელ. კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება - რა იცვლება სახელმწიფო შესყიდვებში?

BM.GE

გრანტების სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი - ნონა ქურდოვანიძე

გრანტების სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი - ნონა ქურდოვანიძე

BM.GE

ტრამპმა ფედერალური რეზერვისგან საპროცენტო განაკვეთის 1%-მდე შემცირება მოითხოვა

ტრამპმა ფედერალური რეზერვისგან საპროცენტო განაკვეთის 1%-მდე შემცირება მოითხოვა

BM.GE

ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის მონაკვეთების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან ₾22 მილიონზე მეტი დაიხარჯება

ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის მონაკვეთების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან ₾22 მილიონზე მეტი დაიხარჯება

BM.GE