მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო
ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„ამ პერიოდში რეკრუტები დეტალურად შეისწავლიან საერთო საჯარისო წესდებებს და აითვისებენ სამხედრო საქმისთვის აუცილებელ ისეთ საბაზისო დისციპლინებს, როგორიცაა: კავშირგაბმულობა, ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო მომზადება. 8-კვირიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს განაგრძობენ.

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში დარეგისტრირებული პირები ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. თბილისიდან ახალქალაქში რეკრუტების გადაყვანა ახალი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • 7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახურიBM.GE
  • საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს პაატა კილაძე უხელმძღვანელებს

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმედი

ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი