
ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
იმედი|imedinews.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქობულეთში, საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში, ქობულეთში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიბუნა და მოეწყობა სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, გეგმავს 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge