მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება
„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება

იმედი|imedinews.ge

სომხეთში სამართალდამცველები პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერისა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის სახლში და მასთან დაკავშირებულ კომპანიებში დილიდან ჩხრეკას ატარებენ. ინფორმაცია მედიას პარტიის პრესმდივანმა ივეტა ტონოიანმა დაუდასტურა.

ერევანში, წარუკიანის სახლში ჩხრეკას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ. ტონოიანმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს თითქმის ყველა იმ კომპანიაში, რომელიც წარუკიანის კონცერნ Multi Group-ში შედის, ასევე ამ ორგანიზაციების დირექტორების ბინებში.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები წარუკიანის კუთვნილ ერევნის კონიაკის, ღვინისა და არყის კომბინატ „არარატშიც“ მივიდნენ. ქარხნის მუშები სახლებში გაუშვეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ჩხრეკა 70-ზე მეტ მისამართზე, ათზე მეტი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება. უწყებას სხვა დეტალები არ გაუჟღერებია. მედიის ინფორმაციით, საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლებით არის აღძრული.

გაგიკ წარუკიანი სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 2026 წლის ივნისის არჩევნებზე მისმა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმების 3,9% მიიღო და პარლამენტში შესვლა ვერ შეძლო.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წარუკიანის კუთვნილი ქარხნის, „არარატცემენტის“ ნაციონალიზაციას გეგმავს. თავად ბიზნესმენს მან „მაფიის“ წევრი უწოდა.

ივნისის ბოლოს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა თხოვნით, ნება დაერთო წარუკიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე. ცესკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით აღიძრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • "ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"BM.GE
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლში →

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი