მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ
Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ

Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ

იმედი|imedinews.ge

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Al Arabiya ინფორმირებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ოფიციალური გამოცხადება შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს.

მისივე თქმით, თეირანსა და მასკატს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

წყაროს ცნობით, შეთანხმება 60 დღით იქნება გათვლილი და მისი მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენაა.

მისივე განცხადებით, 60-დღიანი შეთანხმება არსებული ჩიხიდან გამოსვლასა და ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებასაც ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში შემავალი გემები ირანის სანაპიროსთან მდებარე საზღვაო დერეფნით ისარგებლებენ, ხოლო სრუტიდან გამსვლელი ხომალდები - ომანის მხარეს არსებული სანაოსნო მარშრუტით.

წყაროს ინფორმაციით, რეგიონული ქვეყნები ასევე შეიძლება ჩაერთონ სრუტის დანაღმული უბნების გაწმენდასა და სხვა აუცილებელი ტექნიკური პროცედურების განხორციელებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • გაეროს ასამბლეას ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან - აშშ-მა მათ ვიზები მისცაBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირანი შეთანხმების მიღწევას დაჩქარებულად და ნებისმიერ ფასად ცდილობს - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

იმედი

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავს

იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავს

იმედი

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის, აგნეშკა ჰოლანდისა და ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პრესკონფერენციები გაიმართა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის, აგნეშკა ჰოლანდისა და ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პრესკონფერენციები გაიმართა

იმედი