
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენ გაცილებით მსხვილი ომის ზღვარზე ვარ
სერბეთის პრეზიდენტმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინაში ვითარების გამო ევროპა დიდი ომის ზღვარზეა. ალექსანდარ ვუჩიჩის განმარტებით, ევროპული ქვეყნები არაფერს აკეთებენ ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად.
„სერბეთი არ მოქმედებს რომელიმე მხარის ინტერესის გათვალისწინებით. სერბეთი არ მოქმედებს, რომ თავი მოაწონოს რუსეთს, უკრაინას ან ვინმე სხვას. ჩვენთვის სერბების ინტერესებია მთავარი. ევროპამ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ ახლა დიდი ომის დასაწყისში ვართ, ამიტომ მსურდა აქამდე მშვიდობისთვის ვინმეს რამე გაეკეთებინა. ეს არ მოხდა და არც მალე მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით მსხვილი ომის ზღვარზე ვართ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს 5 წელიწადში მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები შეეცდებიან ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები გარე ფაქტორებზე, ახალ სამყაროში კი მთავარ გეოპოლიტიკურ ძალად ვუჩიჩი ამერიკასა და ჩინეთს მიიჩნევს.
იმედი
წყარო: imedinews.ge