მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან

იმედი|imedinews.ge

გერმანულმა გამოცემამ Welt am Sonntag სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან რუსეთ-უკრაინის ომზე და სერბეთის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიზნებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ კოლეგის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა მიაჩნია, რომ პუტინს მთელი დონბასის გაკონტროლება სურს: „ამის შემდეგ, შესაძლოა, ომის დასასრულებლად მზად იყოს“. ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთის მეგობრები უწოდა როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს.

„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო. მე აქ სერბებისთვის ვარ. ახლა ზოგიერთი მოღალატეს მიწოდებს იმის გამო, რომ ზელენსკის შევხვდი. თითქოს მასთან შეხვედრის უფლება არ მქონოდა. ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ. საბოლოოდ ჩამოყალიბდით“. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, ჩვენ გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადს კიევისთვის იარაღი პირდაპირ არ მიუწოდებია, ქვეყანა მას დასავლელ პარტნიორებზე ჰყიდდა, რის შემდეგაც მიწოდების ნაწილი საბოლოოდ უკრაინაში ხვდებოდა. ამასთან, ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთიდან უკრაინაში იარაღის პირდაპირი მიწოდების საკითხი არ დასმულა. ევროკავშირის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული შეტევების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ საჭიროა მოსკოვის პოზიციის გაგების მცდელობა.

„თქვენ საუბრობთ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ რა გააკეთა ევროპამ რუსეთის მიმართ? შეაიარაღა უკრაინა, დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დააფინანსა უკრაინა. რას ნიშნავს ეს რუსული თვალსაზრისით? ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვამტკიცებ. მაგრამ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ორივე მხარეს: ზელენსკისაც და პუტინსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერსად წავალთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, ის ყოველდღე ცდილობს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს, თუმცა „მშვიდობა ომზე უკეთესია“. მაგალითად მან 1999 წელს ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვა მოიყვანა, რის შემდეგაც, როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, სერბეთს „ტერიტორიის 14% წაართვეს“. „არ შეიძლება იმის თქმა, რომ მაშინ ეს ნორმალური იყო, დღეს კი ეს ფატალური სიგნალია“, - თქვა პოლიტიკოსმა. მისი აზრით, მსოფლიო პოლიტიკა დღეს „სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე 5-6 წლის წინ“, ხოლო რუსეთმა „გავლენა დაკარგა, მაგალითად, კავკასიაში“.

შეკითხვაზე - იქნება თუ არა მშვიდობა ევროპაში 5 წლის შემდეგ, ვუჩიჩმა უპასუხა:

„თუ მკითხავთ, პირადად რისი მჯერა, გეტყვით, რომ დიდი ომის დასაწყისში ვართ. სწორედ ამიტომ მქონდა იმედი, რომ ვინმე უკვე რამეს გააკეთებდა მშვიდობისთვის. ეს არ მოხდა. და უახლოეს მომავალში არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მასშტაბური ომის ზღურბლზე ვდგავართ“. ვუჩიჩმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ 5 წლის შემდეგ მსოფლიოში სულ მცირე 2 ზესახელმწიფო იარსებებს - აშშ და ჩინეთი. მათ გვერდით შესაძლოა ევროკავშირიც დადგეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ამოცანას გაუმკლავდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადებაBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

იმედი