მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში
ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში

ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში

იმედი|imedinews.ge

რატომ გახდა აუცილებელი ახალი უწყების შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის მონიტორინგს გულისხმობს, - ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც დარახველიძემ განმარტა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.

„საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც დღეს საქართველოში მოქმედებს, შსს არის ის უწყება, რომელიც აღასრულებს სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევებზე რეაგირებას. აქ მთავარია განიმარტოს და არ იყოს გარკვეული გაუგებრობა, თუ რას გულისხმობს ამ ნორმების აღსრულება.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა ამ აზრის დაფიქსირებას აქვს გარკვეული ფარგლები. როდესაც აღნიშნული აზრის დაფიქსირება უკვე ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, მიმართულია კონკრეტული პირის შეურაცხყოფისკენ, მის მიმართ სიძულვილის ენის გამოხატვისკენ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში და რეაგირება მოახდინოს. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაზეც გათვალისწინებულია შესაბამისი სახდელები“, - აღნიშნა დარახველიძემ.

მისივე თქმით, დღეს კრიტიკა ხშირ შემთხვევაში გადადის ლანძღვა-გინებაში, ერთმანეთზე თავდასხმაში და სწორედ ამ სამმართველოს მიზანია მოახდინოს სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევის მონიტორინგი.

„მასალები შემდეგ წარედგინება სასამართლოს შემდეგი მსჯელობისთვის, იმისათვის, რომ სასამართლომ ღია სხდომაზე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ესა თუ ის გამონათქვამი, ესა თუ ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა საჯარო სივრცეში, იყო ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ნათქვამი კრიტიკა, თუ ეს იყო შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება.

ერთ სამმართველოში ამ ფუნქციის თავმოყრა საშუალებას მოგვცემს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, თვალი მიადევნოს მსგავსი ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირებას“, - აღნიშნა დარახველიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი