მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. ცნობილია გენშერის გამონათქვამი: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება
ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. ცნობილია გენშერის გამონათქვამი: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

იმედი|imedinews.ge

მოგეხსენებათ გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისიც ისე იქნება მოწადინებული საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იმ ვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც ჩვენ ისტორიულად გვახასიათებს, როგორც მე, ჩემი მხრიდან ვიქნები ამისთვის მზად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია იქნება ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ცნობილია გენშერის გამონათქვამი, რომელიც ყველაზე კარგად განსაზღვრავს ელჩის ფუნქციას: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. აი, თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ორივე ელჩი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მოლოდინიც გარკვეულწილად, რომ ასეთი იქნება სწორედ გერმანიის ელჩი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამ საფუძველზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ცხადია საქართველოს ინტერესია ევროპული ოჯახის წევრობა, ეს დღევანდელ საუბარშიც დავადასტურეთ. ამ მხრივ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ალექსანდრე კარტოზიამ.

ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ვლადიმირ პუტინმა საკუთარი დაცვის წევრთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზარდაBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

ოკუპანტის მოკავშირე სააკაშვილი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ოკუპანტის მოკავშირე სააკაშვილი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ღარიბაშვილის კონსპირაცია - უმძიმესი განცხადებები მტკიცებულებების გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ღარიბაშვილის კონსპირაცია - უმძიმესი განცხადებები მტკიცებულებების გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

თავად განსაჯეთ, რა აბსურდულ პროცესთან გვაქვს საქმე, „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ჩაერთო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ღარიბაშვილი. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რამდენად არასერიოზული და სპეკულაციური თემით სცადეს ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი