მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. „საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიულ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და ერებს შორის მჭიდრო კავშირებს ეყრდნობა, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მყარ საფუძველს ქმნის. მზადყოფნა გამოვთქვით, ხელი შევუწყოთ არსებული კავშირების შემდგომ განვითარებას. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოსა და ისრაელის, ისე ფართო რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი