
ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს
ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.
მისი თქმით, ანალოგიური ხდება საქართველოსთან მიმართებითაც.
„ვაკვირდები სიტუაციას საქართველოში. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტია იყო. სისულელეა ეს. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ან საფრანგეთში „ლეგა“ ან იტალიაში „ეფბიენი“, ჩვენ ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს. ვეწინააღმდეგებით შლეგ ულტრამემარცხენე ლგბტ დღის წესრიგს. არ მოგვწონს ეს პოლიტიკა. ამ იდეოლოგიას ვეწინააღმდეგებით იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებში და ეს ანგრევს კულტურულ მემკვიდრეობას“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
მისი თქმით, გლობალისტები ანადგურებენ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იცავს.
„შეუძლიათ გვიწოდონ პუტინის მარიონეტები, არ გვაინტერესებს. დიდი ხანია ამას გვეძახიან, მაგრამ ხალხს ამ ტყუილის არ სჯერა“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge