მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება
ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასება

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 17:31|tvpirveli.ge

ბიძინა ივანიშვილის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომებზე გამოჩენა მმართველი გუნდის წევრების გაფრთხილებასა და მათზე კონტროლის დემონსტრირებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ანი მიროტაძე აცხადებს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებული საქმეების მაგალითზე უმრავლეობის წევრებს მიანიშნა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის წინააღმდეგ წასვლას.

როგორც ჩანს, მას დასჭირდა ჩრდილიდან გამოსვლა და დაენახა როგორც პოლიტსაბწოს წევრებს, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლობას, ისე დანარჩენ მომხრეებს თუ ადგილებზე წარმომადგენლებზე, რომ მე აქ ვარ, ვაკონტროლებ და თუ არ მოიქცევით ისე, როგორც საჭიროა, მაშინ იცოდეთ, რომ აგერ, მაგალითები გვაქვს ღარიბაშვილის, ადამიანი, რომელსაც ჩემს მეხუთე შვილად ვთვლიდი, ციხეში გავუშვი და ტქვენ დაგემართებათ უარესი და ამას დაამატა მდინარაძის ქეისიც. მე მიმაჩნია, რომ ის უფრო მეტად სახიფათო გახდება, თუ ვინმე გადაწყვეტს მის წინააღმდეგ წასვლას, - ამბობს ანი მიროტაძე.

შეგახსენებთ, რო გუშინ 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და ყოფილ თანაგუნდელზე, მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილს გული სტკივა და წუხს მისი გუნდის ყოფილი წევრების ციხეში ყოფნაზე.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
  • "ქართული ოცნება": ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში კორუფციული გამოწვევები გადალახულიფორმულა
  • დღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებაBM.GE
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს

ფარცხალაძის შურისძიების კვალი - ვინ დაწერა იმ კომპანიების სია, რომელსაც რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი ვეღარ გააქვს

ტვ პირველი

საქსტატი მოსახლეობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს: რამდენია საქართველოს მოსახლეობა 2026 წელს?

საქსტატი მოსახლეობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს: რამდენია საქართველოს მოსახლეობა 2026 წელს?

ტვ პირველი

ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას - პაატა ბურჭულაძე

ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას - პაატა ბურჭულაძე

ტვ პირველი

"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით

"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით

ტვ პირველი