მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერზე: მან არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში
ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერზე: მან არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში

ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერზე: მან არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში

იმედი|imedinews.ge

მან არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.

მისი თქმით, პეტერ ფიშერი უკვე წარსულია, თუმცა ახალ ელჩს ნამდვილად დახვდება მძიმე მემკვიდრეობა.

ალუდა ღუდუშაურმა იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც პეტერ ფიშერი დაასრულებს მოღვაწეობას და საქართველოში მოვლენილი იქნება ახალი ელჩი, გერმანიის მხრიდან კარგად იქნება გააზრებული ის შეცდომები, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში პეტერ ფიშერმა დაუშვა.

„ეს არ არის ურთიერთობის დასასრული, მაგრამ ამ ყველაფერმა დიდი ჩრდილი მიაყენა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალისხმევა, რომელიც მან ურთიერთობის დაზიანებისთვის გამოიყენა, შედეგს ვერ გამოიღებს და რა თქმა უნდა, ჩვენ [გერმანიასთან] გავაგრძელებთ მომავალში ბატონი ფიშერის გარეშე ურთიერთობას.

ჩვენ ბევრს ვხედავთ არაჯანსაღ ურთიერთობას, ბევრს ვხედავთ ბოლო პერიოდში ცილისწამებას, სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებას, თუმცა იმას, რასაც ბატონი ფიშერი აკეთებს, ვფიქრობ, რომ ის დიპლომატიაში „ახალ სტანდარტს“ ამყარებს და რადიკალების რიგებში მოწინავეა. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ამას ჩვენ ყველაფერს უნდა შევხედოთ ისე, რომ ეს არის უკვე გადაშლილი ფურცელი და დახურული თავი. ბატონი ფიშერის, როგორც გერმანიის ელჩის საქმიანობას მოღვაწეობას ვერ დავარქმევდი, მაგრამ მოშურნეობა რადიკალების მხარეს ეს არის უკვე წარსული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ელჩი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ექნება, შეეცდება, რომ არა რომელიმე მხარე აირჩიოს, არამედ ქართველი ხალხი აირჩიოს და საქართველოს სახელმწიფოს მხარეს დადგეს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი