მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა

იმედი|imedinews.ge

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა ამბროლაურის აეროპორტიც, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა, თამაშები და სახალისო აქტივობები დახვდათ.

„ამბროლაურის აეროპორტი წელს პირველად შეუერთდა სახალხო დღესასწაულს „ფუძეობა 2026“-ს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვყოფილიყავით იმ ღონისძიების ნაწილი, რომელიც საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსთან და ჩვენს ტრადიციებთან დაბრუნებას ეძღვნება. ამ დღეს პატარებისთვის ჩვენს სივრცეში სპეციალური საბავშვო პროგრამა და არაერთი საინტერესო აქტივობა დაგვხვდა“, - განაცხადა ამბროლაურის აეროპორტის დირექტორმა გიორგი მურუსიძემ.

„ფუძეობის“ დღესასწაულზე სტუმრებისთვის ღვინისა და კვების სივრცეები, ლორის პავილიონი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო.

საღამოს პროგრამის ფარგლებში კონცერტი ჯგუფმა „ურსა“ გამართა, რის შემდეგაც ღონისძიება DJ-ის მონაწილეობით გაგრძელდა.

„ფუძეობა 2026“-ის მთავარი გზავნილი იყო - „დაუბრუნდი შენს ფუძეს“. დღესასწაულის მიზანი საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და რაჭის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია იყო.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

იმედი

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

იმედი