
ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა
იმედი|imedinews.ge
პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლაზარე ჯორბენაძესთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო და მისი სტატუსის შინაარსიც ღარიბაშვილის წერილს ეყრდნობოდა.
„არც ვიცოდი ამ [ლაზარე ჯორბენაძე] ადამიანის შესახებ, ვიდრე [ღარიბაშვილის] წერილი არ გამოქვეყნდა“ , - აღნიშნა გვარამიამ.
პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge