მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკული გამოცემა The Hill: აშშ-ში საწარმოო ფასები 6%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას კომპანიებზე, რათა მათ მომხმარებლებისთვის პროდუქციაზე ფასები გაზარდონ
ამერიკული გამოცემა The Hill: აშშ-ში საწარმოო ფასები 6%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას კომპანიებზე, რათა მათ მომხმარებლებისთვის პროდუქციაზე ფასები გაზარდონ

ამერიკული გამოცემა The Hill: აშშ-ში საწარმოო ფასები 6%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას კომპანიებზე, რათა მათ მომხმარებლებისთვის პროდუქციაზე ფასები გაზარდონ

იმედი|imedinews.ge

გასულ თვეში აშშ-ში საბითუმო ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა - საწარმოო ფასები წლიურ ჭრილში 6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი.

„ამის მიზეზი ირანის 10-კვირიანი ომია, რომელმაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია და აიძულა კომპანიები, გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე გადაეტანათ“, - აღნიშნავს გამოცემა.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საწარმოო ფასების ინდექსი, რომელიც ზომავს ინფლაციას მანამ, სანამ ის მომხმარებლამდე მიაღწევს, აპრილში 1.4%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ყოველთვიური მატებაა 2022 წლის მარტის შემდეგ.

ენერგომატარებლების ფასები მარტიდან აპრილამდე 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით მატებამ 22.7% შეადგინა. ბენზინის ფასი მარტის შემდეგ 15.6%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელი, რომელიც გადაზიდვებში გამოყენებული ძირითადი საწვავია, 12.6%-ით გაძვირდა.

სურსათისა და ენერგომატარებლების ცვალებადი ფასების გამოკლებით, ე.წ. საბაზისო მწარმოებელთა ფასები მარტთან შედარებით 1%-ით, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა.

ყველა ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება ეკონომისტების მოლოდინს, რაც ცვლის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დინამიკასა და მის მიდგომას ინფლაციასთან ბრძოლაში.

„ფასები იმ დროს იზრდება, როდესაც ამერიკელები ისედაც უკმაყოფილონი არიან ცხოვრების მაღალი ღირებულებით. სავარაუდოა, რომ ფასების ხელმისაწვდომობა საკვანძო საკითხი იქნება 3 ნოემბრის არჩევნებზე, სადაც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „რესპუბლიკური პარტია“ კონტროლს აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში“, - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი