მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკული მედია-პლატფორმა SOMM TV ქართულ ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს
ამერიკული მედია-პლატფორმა SOMM TV ქართულ ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

ამერიკული მედია-პლატფორმა SOMM TV ქართულ ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

იმედი|imedinews.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, SOMM TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, SOMM TV-ის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ ასევე მოინახულეს ქართული ღვინის მარნები კახეთსა და ქართლში, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას გაეცნენ.

ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი SOMM TV-ის ეთერში, YouTube-არხსა და სოციალურ მედიაში მიმდინარე წლის ზაფხულში გავა.

საქართველოს, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის, წარმოჩენა SOMM TV-ის რეიტინგულ გადაცემებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე.

SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედია-პლატფორმაა, რომელიც სრულად ეძღვნება ღვინოს, გასტრონომიას, მოგზაურობასა და ცხოვრების სტილს. პლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. SOMM TV ცნობილია მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმებით, სერიებითა და საგანმანათლებლო კონტენტით ღვინის სამყაროზე.

მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია დოკუმენტური ფილმების სერია „SOMM“, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა როგორც პროფესიონალ სომელიეებს, ისე ღვინის მოყვარულებს შორის.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix და სხვა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →

მსგავსი სტატიები

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი