მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი: კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებით შევძელით ანაკლიის პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი: კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებით შევძელით ანაკლიის პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან - მობილიზაცია/პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მობილიზაცია/პროექტირება დასრულებულია და შესაბამისად სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

როგორც ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფომ კონტრაქტორ კომპანიასთან ეფექტიანი მოლაპარაკებით შეძლო პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია დაახლოებით 52 მილიონი აშშ დოლარით.

„საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ევროპული ბაზრის „დიდი ოთხეულის“ წევრია, რაც ხარისხისა და გარანტიის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ კონტრაქტორთან და შევძელით ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა, პროექტის პარამეტრებს ცვლილება არ შეხებია, ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არის შესაძლებელი მაღალი ხარისხის და სტანდარტის მიღება ბიუჯეტის ეფექტიანი გამოყენებით“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდებაფორმულა
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
დოლარი →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი