მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომ ბატონი ტრამპი ცდილობს რაც შეიძლება მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის ახალი ფურცელი დაიწყოს, რისთვისაც ქართული სახელმწიფო მზადაა
ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომ ბატონი ტრამპი ცდილობს რაც შეიძლება მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის ახალი ფურცელი დაიწყოს, რისთვისაც ქართული სახელმწიფო მზადაა

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს, საქართველოსთან რაც შეიძლება, მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის ახალი ფურცელი დაიწყოს.

„დონალდ ტრამპის წერილი გამოწვეულია საქართველოს და ქართული მხარის მიერ თანმიმდევრული, პრაგმატული და დაბალანსებული, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებით. ჩვენ რომ გვეთამაშა არა ქართული პოლიტიკური თამაში, არამედ ის დაკვეთები შეგვესრულებინა, რაც ბრიუსელის კაბინეტებში იწერებოდა, შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ეს გამოხმაურება დღეს არ ყოფილიყო.

პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომ ბატონი ტრამპი ცდილობს, რაც შეიძლება, მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობის ახალი ფურცელი დაიწყოს, რისთვისაც ქართული სახელმწიფო მზადაა და ეს გაცხადებული პოზიციაა.

ბატონი ტრამპი პრაგმატულად უყურებს იმ ფაქტსაც, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა რამდენად მნიშვნელოვანია და ყურადღების ცენტრში აქვს სამხრეთ კავკასია, ისიც, თუ რამხელა როლი ენიჭება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში“, - აღნიშნა ქაჯაიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა. „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენBM.GE
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი