მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის გადატვირთვის ნიშნები არის. ამის ნიშანი გახლავთ სწორედ, არა ორ და სამსიტყვიანი ქარდები, არამედ ვრცელი, დიპლომატიური მესიჯი
ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის გადატვირთვის ნიშნები არის. ამის ნიშანი გახლავთ სწორედ, არა ორ და სამსიტყვიანი ქარდები, არამედ ვრცელი, დიპლომატიური მესიჯი

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საელჩომ გაავრცელა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება საკუთრივ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კომუნიკაციის თვალსაზრისით პროგრესს წარმოადგენს.

„ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ საელჩოს მხრიდან უცნაური ტიპის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი. გარკვეული ქარდებით საუბარი. ამ მხრივ ეს არის უდიდესი პროგრესი. რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი შეიძლება, აღმოგვეკითხა ამ წერილიდან, პირველი - ეს არის სუვერენიტეტზე და ამ სუვერენიტეტის საერთოობაზე საუბარი, ანუ რაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის მოთხოვნა, რომ შემოგვხედეთ ჩვენ, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ამ წერილში ასეთი ტიპის აღიარების პასაჟები გვხვდება.

მნიშვნელოვანი პასაჟი არის ოპოზიციაზე, სადაც მითითებულია, რომ რაღაც სისტემურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ანუ, თუ მარტივად ვთარგმნით და სტრიქონებს შორის ამოვიკითხავთ, რაღაც ტიპის პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე შეიძლება, გარკვეული კრიტიკაც ამოვიკითხოთ მათი მხრიდან, რომ ვთქვათ, ოპოზიციური ძალები უნდა ჩართულიყვნენ ამ კონსტრუქციულ ცხოვრებაში.

სხვა მხრივ, ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის გადატვირთვის ნიშნები არის. ამის ნიშანი გახლავთ სწორედ, არა ორ და სამსიტყვიანი ქარდები, არამედ ვრცელი, დიპლომატიური მესიჯი“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ოთარ ჭულუხაძემ.

25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელი აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი