მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

სამინისტროს კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ახალი ინიციატივები გააცნეს,დეტალურად განუმარტეს მონაწილეობის პირობები, შერჩევის კრიტერიუმები და განაცხადის წარდგენის პროცედურები.

ალექსანდრე შერვაშიძის, დიმიტრი ჯაიანისა და გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიები ახალგაზრდა ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. კანდიდატთა შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევები და მაღალი აკადემიური მოსწრება.

ამასთან, სამინისტროში პირველად ცხადდება ოთხთვიანი სტაჟირების პროგრამა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში, მათ შორის:

პროფესიულ თეატრებში, კაპელასა და ანსამბლებში, გაივლიან. პროგრამა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და სრულად წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.

აღნიშნული ინიციატივა სახელოვნებო განათლების მხარდაჭერას, ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების პროფესიულ გაძლიერებასა და აფხაზეთის კულტურული სივრცისთვის ახალი შემოქმედებითი რესურსის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისიდან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.კანდიდატთა წარდგენის წესი, პირობები და სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდზე: https://abkhazia.gov.ge

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე: https://portal.abkhazia.gov.ge/guest/Agency/Programs/2

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →იწყება →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი