მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ანასეულის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა იოსებ ბასილიამ დამსწრე საზოგადოებას ანასეულის ცენტრის საქმიანობა, კვლევითი მიმართულებები, თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობები და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები გააცნეს.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა და ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ფერმერებისთვის ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალურ საკითხებზე თემატური მოხსენებები წარადგინეს.

შეხვედრის ფარგლებში შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეულსა“ და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით კვლევების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ანასეულის ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს, გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევით საქმიანობასა და თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს.

ღონისძიებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრარული სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო