მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანდრეი სიბიგას მტკიცებით, პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა
ანდრეი სიბიგას მტკიცებით, პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა

ანდრეი სიბიგას მტკიცებით, პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გვიან ღამით პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა.

„გასულ ღამეს რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ Kh-101-მა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რაც ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევას ნიშნავს. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს“, - დაწერა სიბიგამ.

როგორც უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, გასულ ღამეს რუსეთმა საერთო ჯამში უკრაინის მიმართულებით 74 რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო. გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინა დრონებითაც დაბომბა.

„საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 74 რაკეტა, რომელთა დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო, ასევე ასობით დრონი. ომის დამნაშავე პუტინი აგრძელებს ომს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლზე პირდაპირი სარაკეტო დარტყმის შედეგად მშობლები და მათი სამი შვილი დაიღუპა. ნანგრევებიდან კიდევ ორი ცოცხალი ბავშვის ამოყვანა მოხერხდა. კიდევ ერთმა რაკეტამ ლვოვში საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა. დაზიანდა ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლაც. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - დასძინა სიბიგამ.

მისი განცხადებით, მსხვერპლია კიევში, პოლტავის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცის, ჩერკასის ოლქებსა და სხვა რეგიონებში. ამ თავდასხმის შედეგად ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.

„პუტინის ტერორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინისა და მთლიანად ევროპის ბალისტიკური თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა. უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, ხოლო დამატებითი რაკეტების მიწოდების შესახებ არსებული ყველა შეთანხმება უმოკლეს ვადაში უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • რუსულმა დრონებმა მოლდოვის საზღვართან უკრაინის სასაზღვრო პუნქტი დაბომბეს - 2 ადამიანი დაიღუპაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები

იმედი