მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია
ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია

იმედი|imedinews.ge

ევროპის თავდაცვითი კავშირი დაეხმარებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციას. ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება. ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია, რომელსაც არ შეუძლია თავდაცვითი შესაძლებლობების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა“, - განაცხადა მან.

კუბილიუსი მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში უკრაინისთვის ყველაზე ეფექტური თავდაცვითი კავშირი შესაძლოა გახდეს ახლად შექმნილი გაერთიანება, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების ინტეგრაციაზე.

„ჩვენ გვჭირდება ევროპის თავდაცვითი კავშირი, რომელიც უკრაინის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის თავდაცვითი შესაძლებლობების ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვით შესაძლებლობებთან ინტეგრირების საშუალებას მოგვცემს“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისარმა.

კუბილიუსმა დასძინა, რომ ასეთი კავშირი დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიღებაში. ასევე, მისი თქმით, ეს კავშირი შესაძლოა ქვეყნის ეფექტური აღდგენის საფუძველი გახდეს.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის პარალელური მიერთება საერთო ბაზარსა და ევროპის თავდაცვით კავშირთან იქნებოდა „უკრაინის მიმართ ევროპული სტრატეგიული პოლიტიკის მკაფიო ელემენტი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი