მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანა
უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანა

უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანა

BM.GE30 ივლისი, 2026, 20:27|bm.ge

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის პენზის ოლქსა და უდმურტეთის რესპუბლიკაში მდებარე ონლაინრითეილერ Wildberries-ის მსხვილ ლოგისტიკურ საწყობებზე იერიში მიიტანეს. როგორც ირკვევა, თავდასხმის შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო კომპანიას ტვირთების გადამისამართება და თანამშრომლების ევაკუაცია მოუწია. რუსულ მხარეს იერიშის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის საგანგებო სამსახურების მობილიზება დასჭირდა. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორიზმის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, პენზის ოლქში მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ხელისუფლებამ 200 თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა. გუბერნატორ ოლეგ მელნიჩენკოს ცნობით, ინციდენტის შედეგად კომპანიის 1 თანამშრომელი დაშავდა. თავდასხმა უდმურტეთის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ სარაპულშიც დაფიქსირდა, სადაც ხანძრის გაჩენის მიუხედავად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უდმურტეთის ხელმძღვანელმა ოლგა აბრამოვამ დაადასტურა, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა Wildberries-ის ათამდე საწყობი დააზიანეს. ექსპერტთა შეფასებით, იერიშებმა კომპანიის სასაწყობო სიმძლავრეების 10-15% გაანადგურა და ათიათასობით მცირე ბიზნესს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა. ოფიციალური კიევი Wildberries-ს რუსული არმიისთვის დრონების ნაწილებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაში ადანაშაულებს, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს. შექმნილი ვითარების ფონზე, ონლაინრითეილერი სახელმწიფო მხარდაჭერის მიღებას მოელის და ახალ სასაწყობო ფართობებს ყაზახეთში აქტიურად ეძებს.

ცნობისთვის, Wildberries-ი რუსეთში მოქმედი უმსხვილესი ონლაინრითეილერია. უკრაინული მხარის ცნობით, კომპანიის სასაწყობო ობიექტები რუსული არმიის მომარაგების ჯაჭვში აქტიურად მონაწილეობს, რის გამოც ის სამხედრო სამიზნედ მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადებაიმედი
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

BM.GE

ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილი

ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილი

BM.GE

“ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?

“ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE